მსოფლიო
ნარკოდანაშაულისათვის გერმანიის მოქალაქე დააკავეს
2013-10-05 13:49:38
ჩამოტვირთვა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 23 წლის გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ელ-ეს-დე“-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კომენტარები