საზოგადოება
შსს-მ უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო
2013-09-10 11:23:13
ჩამოტვირთვა
შსს თანამშრომლებმა სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 52 წლის დიმიტრი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას "ტე-ტეს" სისტემის 2 პისტოლეტი, 4 მჭიდი, 15 ვაზნა, ასევე "ნაგანის" სისტემის რევოლვერი 35 ვაზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 7 მჭიდი და 211 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშალს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები