საზოგადოება
საქართველოს ციკლონი უახლოვდება-უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება
2013-09-03 13:52:44
ჩამოტვირთვა
საქართველოში 4 სექტემბერს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია რომ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გადმოინაცვლებს ციკლონი,ცივ და ნოტიო ჰაერის მასებთან ერთად. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, ", - ნათქვამია განცხადებაში.მათივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
კომენტარები