0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შ.ს.ს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონო იარაღის ტარებისთვის დააკავა

ჩამოტვირთვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე სულეიმან ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს. საპატრულო ეკიპაჟმა თბილისში, ზემო ფონიჭალის საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის „ბე–ემ–ვე“-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. დამნაშავის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები