მსოფლიო
შ.ს.ს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონო იარაღის ტარებისთვის დააკავა
2013-08-24 13:07:47
ჩამოტვირთვა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე სულეიმან ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.
საპატრულო ეკიპაჟმა თბილისში, ზემო ფონიჭალის საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის „ბე–ემ–ვე“-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. დამნაშავის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი და მე-2 ნაწილებით).
კომენტარები