0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ დიდი ოდენობით „ბიომარიხუანა“ ამოიღო

ჩამოტვირთვა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ანატოლი ს. და თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 226 გრამი ნარკოტიკული საშუალება ე. წ. ,,ბიომარიხუანა“. ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე ბრალდებულს ,,ბიომარიხუანა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები