0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი“-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი „ტრამადოლი“. გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავემ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები