0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სახელმძღვანელოების მოვლა სავალდებულო იქნება და 15 ქულიანი სისტემით შეფასდება

ჩამოტვირთვა

სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენება 15-ქულიანი შკალით შეფასდება. შესაბამისი ბრძანება წიგნების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თამარ სანიკიძემ გასცა. სახელმძღვანელოს თაობაზე ხელშეკრულება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლის მშობელთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან დაიდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე და მისი გვერდების მდგომარეობა. განათლების მინისტრის ბრაძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ხოლო, სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 9-ზე ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია. ამავე დროს ჯერ-ჯერობით უცნობია რა სანქციები დაეკისრება მოსწავლეს, რომელიც წლის ბოლოს სახელმძღვანელოს გამოუსადეგარ მდგომარეობაში ჩააბარებს. სახელმწიფოსგან წიგნების კომპლექტს საჯარო სკოლების მოსწავლეები 16 სექტემბერს მიიღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები