მსოფლიო
სახელმძღვანელოების მოვლა სავალდებულო იქნება და 15 ქულიანი სისტემით შეფასდება
2013-08-21 14:23:43
ჩამოტვირთვა
სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენება 15-ქულიანი შკალით შეფასდება. შესაბამისი ბრძანება წიგნების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თამარ სანიკიძემ გასცა.
სახელმძღვანელოს თაობაზე ხელშეკრულება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლის მშობელთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან დაიდება.
სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე და მისი გვერდების მდგომარეობა.
განათლების მინისტრის ბრაძანებით, მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. ხოლო, სახელმძღვანელო, რომლის მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 9-ზე ნაკლებს, გამოსაყენებლად გამოუსადეგარია.
ამავე დროს ჯერ-ჯერობით უცნობია რა სანქციები დაეკისრება მოსწავლეს, რომელიც წლის ბოლოს სახელმძღვანელოს გამოუსადეგარ მდგომარეობაში ჩააბარებს.
სახელმწიფოსგან წიგნების კომპლექტს საჯარო სკოლების მოსწავლეები 16 სექტემბერს მიიღებენ.
კომენტარები