საზოგადოება
``პირველი მამრის ეფექტი`` ანუ ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას მისი პირველი სექსუალური პარტნიორი ახდენს
2013-08-17 17:05:59
ჩამოტვირთვა
ეს გასაიდუმლოებული ისტორია ადამიანის ფიზიოლოგიის კვლევაში 150 წლის წინ დაიწყო.
``პირველი მამრის ეფექტი``, ანუ ქალის პირველი სქესობრივი კავშირი შეუქცევადად ირეკლება მის ყველა შთამომავალზე, რომელნიც გაჩენილი ყავს შემდგომი მამაკაცებისგან ახალი სიტყვა იყო მეცნიერების ისტორიაში და დღემდე ადევს გრიფითი საიდუმლო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
მერემეები აქტიურად ატარებდნენ ექსპერიმენტებს დოღისა თუ მტვირთავი ცხენების ჯიშის გასაუმჯობესებლად. "რა იქნება ცხენი რომ ზებრასთან შევაჯვაროთ-იფიქრეს მათ. შეჯვარებისას ბუნებრივი მეთოდიც სცადეს და ნაკლებ ბუნებრივიც, მაგრამ შედეგი ყოველთვის უარყოფითი გამოდიოდა, რადგან მაშინდელმა მსოფლიომ არ იცოდა ქრომოსომთა შეუთავსებლობის შესახებ.
მერემეებმა მალე შეწყვიტეს უაზრო ექსპერიმენტების ჩატარება და მათ არც არავინ გაიხსენებდა რომ არ მომხდარიყო დაუშვებელი ფაქტი...
საქმე კი იმაში მდგომარეობდა რომ ექსპერიმენტში მონაწილე ცხენებს ჯიშიან მამალთან შეჯვარების შემთხვევაშიც კი უჯიშო კვიცები უჩნდებოდათ. დაიწყეს ფაქტის კვლევა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო მსგავსი გაუგებრობა და მიადგნენ იმ ექსპერიმენტებს რომლებიც უშედეგოდ დასრულდა...
ამ ფენომენს კი ტელეგონია უწოდეს...ქსპერიმენტები ტარდებოდა საიდუმლოდ და შედეგებსაც მალავდნენ.
პრაქტიკოს-სპეციალისტთა შორის მხოლოდ კინოლოგები არ განაცვიფრა ამ ამოუხსნელმა მოვლენამ, რადგან მათ დიდი ხნის წინათ იცოდნენ, თუ ძუკნა ერთხელ მაინც დაამყარებდა სქესობრივ კავშირს უჯიშო მამრთან აზრი აღარ ჰქონდა მის ყველაზე ჯიშიან მამრთან შეჯვარებასაც, რადგან ყოველი მომდევნო აქტის შემდეგ სულ უჯიშო ლეკვებს გააჩენდა...
ეს შედეგები რომ ყველა ცოცხალ არსებაზე გადავიტანოთ, ბუნებრივია, ზნეობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ადამიანი. სწორედ ადამიანზე დაკვირვებით ჩამოყალიბდა ტელეგონია მეცნიერებად, რომელიც ცხადყოფს, რომ ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას ახდენენ მისი ყველა ადრინდელი სექსუალური პარტნიორები, განსაკუთრებით – მისი პირველი მამაკაცი! სწორედ ეს კაცი ქმნის ქალის მომავალი შთამომავლობის გენოფონდს, იმისდა მიუხედავად, ვისგან გააჩენს შემდგომში იგი შვილებს. სწორედ იგი, ქალწულობის დამარღვეველი მამრი, ხდება ყველა შემდგომში გაჩენილი ბავშვის გენური მამა!
რუსეთში, მაგალითად, დადასტურებული ფაქტია, რომ საერთაშორისო ფესტივალების ჩატარებიდან კარგა ხნის შემდეგ თეთრ გოგონებს უჩნდებოდათ შავი ბავშვები – და ამ ფერის წარმომავლობა იყო არა აწინდელი ქმრისაგან, არამედ დიდი ხნის წინანდელი შავი ფერის პარტნიორისაგან, როგორც წარსულში ჩადენილი ცოდვის გახსენება.
არამარტო ქალები ზარალდებოდნენ ტელეგონიის ეფექტით იგივე ზოგჯერ მათ ქალიშვილებზეც აისახებოდა და ისინიც საკუთარი თეთრი ქმრისგან შავ ბავშვებს აჩენდნენ ისე რომ ცხოვრებაში შავკანიანი მამაკაცი ნანახიც კი არ ჰყავდათ...
დღეს დასავლეთში უამრავი ადამიანი უწოდებს „ტელეგონიას“ ფსევდომეცნიერებას. ტელეგონიის მიმართ ოდნავ მაინც სერიოზულმა დამოკიდებულებამ, დასავლეთის ქვეყნებს, შეიძლება ჩაუგდოს „თავისუფალი სიყვარულის“ საკაცობრიო პროექტი – ტელეგონია დიდ წინააღმდეგობას შეიცავს სექსუალური რევოლუციის განვითარებისათვის.
ამიტომაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, სამეცნიერო ანალებში შეიტანეს ფრაზა, რომ ტელეგონიის ცდები არ დადასტურდა, რადგან დადებითი შედეგების ფიქსირებით ჩავარდებოდა მთელი პორნოინდუსტრია!
მაგრამ ცხოვრებაში პირველი სექსუალური კონტაქტი ქალების გენეტიკური მემკვიდრეობითობის სისტემაში, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ტოვებს კვალს და ამ შედეგებმა იმდენად თვალშისაცემი ხასიათი მიიღო რომ ფაქტებისგან გაქცევა მაინც ვერ ხერხდება..
ალბათ სწორედ ამ ფაქტებისა და შედეგების გათვალისწინებით იცავს მორალს მსოფლიოს ყველა რელიგია და იგივესკენ მოუწოდებს მოსახლეობასაც...
კომენტარები