მსოფლიო
თსუ-ს რიგით 28-ე რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა
2013-08-16 17:23:40
ჩამოტვირთვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი, რიგით 28-ე რექტორი აირჩიეს. თსუ-ს რექტორის თანამდებობას ვლადიმერ პაპავა იკავებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბანი 14 .00 საათზე გაიხსნა. ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, 2 ხმა კი - ირმა რატიანმა.
არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭს იყრიდა 13 კანდიდატი - მეთოთხმეტე კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა კი ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ლადო პაპავას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი და სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.
1990-1996 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ; 1996 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1994-2000 საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრი, იგი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიებთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. არის 200 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
კომენტარები