მსოფლიო
პოლიციამ 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღო
2013-08-16 12:29:30
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა , ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ახმედ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს .
კომენტარები