0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ნატახტარის“ პროდუქცია ახალი -0.33 ლ შეფუთვით

ჩამოტვირთვა

"ნატახტარის" ლუდი და ლიმონათი ბაზარზე 0,33 ლიტრიანი შეფუთვით გამოვიდა და დღიდან გაყიდვაშია . ნატახტარის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ ახალი შეფუთვის გამოშვება მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ნიკოლაიშვილის განცხადებით შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, ზოგადად ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ზრდას. ლუდი "ნატახტარის" 0.33ლ. შეფუთვის ფასი არის 1 ლარი, ხოლო 0.33ლ. ლიმონათის ფასი არის 50 თეთრი."ნატახტარის" ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის."ნატახტარის" ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ლიმონათზე. დღეისათვის ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს. კომპანია მომხარებელს ათი არომატის ლიმონათს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები