მსოფლიო
ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს
2013-08-02 13:21:16
ჩამოტვირთვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას განცხადებით, მისი ქვეყანაში დაბრუნება იმას ისახავდა მიზნად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა და არავისთვის მიმეცა საშუალება, ქართული ჯარის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ამის შესახებ ბაჩო ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიერ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯეროდა, გვერდში გვედგა მე და ჩემს ოჯახს ამ ყველაზე რთულ პერიოდში. ჩემი ჩამოსვლა სწორედ იმას ისახავდა მიზნად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი და არავისთვის მიმეცა საშუალება, ქართული ჯარის რეპუტაცია დაეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ბრალდებულს, რომელმაც სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლა ამდენი თვის განმავლობაში და არ უღალატა საკუთარ პრინციპებს. ეს ადამიანები არიან წარმატებული საქართველოს გარანტი“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.
კომენტარები