1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ შეწყალებული თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა უმცირესობის წევრებისა და გუბერნატორების შეხვედრაზე განაცხადა. "თენგიზ გუნავას გამოშვება მხოლოდ სამართლებრივი კი არა, სამართლიანი იყო. მისი დაჭერა იყო უსამართლობა, ამიტომ, რაც ერთმნიშვნელოვანია - მან უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა. აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი გუნავას შეწყალებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებულ უარყოფით განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "იმ პარლამენტს, რომელმაც გაუშვა და შეიწყალა პედოფილები, უამრავი მკვლელი, ნარკობარონები", კრიტიკული შეფასებების გამოთქმის უფლება არ აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები