მსოფლიო
ბაჩო ახალაია უდანაშაულოა
2013-08-01 12:01:21
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე. სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოიტანა. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ამ საქმეზე კიდევ 7 პირი იყო ბრალდებული. სასამართლომ ისინიც უდანაშაულოდ ცნო. ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამებისა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზეც. თუმცა ამ საქმეებზე მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კომენტარები