საზოგადოება
16 წლის მარიამ კოჩალიძის Iphone იპოვეს
2013-07-26 18:33:28
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილზე მარიამ კოჩალიძის Iphone-ის მარკის მობილური ტელეფონი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ტელეფონი შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს.
"მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ. დადასტურებულია, რომ ეს ტელეფონი მარიამ კოჩალიძეს ეკუთვნოდა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ვიტყვი, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება", - აღნიშნა პროკურორმა შავაძემ.
მისივე თქმით, ასევე ნაპოვნია გარდაცვლილის ველოსიპედიც.
16 წლის მარიამ კოჩალიძე 23 ივლისს ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს სანაპიროზე მოკლული იპოვეს.
კომენტარები