საზოგადოება
რაზე ესაუბრა ასლან აბაშიძე პატრიარქს?
2013-07-26 14:57:15
ჩამოტვირთვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს, მის შვილს ბათუმის ყოფილ მერს გიორგი აბაშიძესა და ასლან აბაშიძის ქალიშვილს დიანა აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში შედგა.გავრცელებული იინფორმაციით აბაშიძეები თავად ესტუმრნენ საქართველოს კათილოკოს პატრიარქს. ილია მეორე რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს კირილის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით, თბილისში 30 ივლისს დაბრუნდება.
კომენტარები