მსოფლიო
ვაზიანიში უბედურ შემთხვევას ჯარისკაცი ემსხვერპლა
2013-07-26 11:32:42
ჩამოტვირთვა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო გარდაიცვალა. მაიორმა ოტელო გულბიანმა, აღდგენილი იარაღის გამოცდისას, უბედური შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სამხედროს გადარჩენა. ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე აღდგენილი, ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ჩატარების სროლის ხელმძღვანელად იყო დანიშნული.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაიორ ოტელო ვახტანგის ძე გულბიანის გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილი თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროს, მაიორ ოტელო გულბიანის ოჯახს.
კომენტარები