საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევას სამი პოლიციელი ემსხვერპლა
2013-07-25 13:01:38
ჩამოტვირთვა
დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა. ფოთის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე სეფაში გადავარდა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის ბრიგადებს ირაკლი ადამია, ედუარდ და თემურ თოდუები გარდაცვლილი დახვდათ. სამივე გარდაცვლილი ფოთის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
"მსუბუქი ავტომანქანა მდინარე სეფაში ხიდიდან გადავარდა. გურიისა და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ცხედრები ამოვიყვანეთ მდინარიდან", _ განუცხადეს "ინტრეპრესნიუსს" გურიის სამაშველო სამსახურში.
სამივე გარდაცვლილის ცხედრები ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
კომენტარები