1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შიდა ქართლში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება აღმოაჩინეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლის რეგიონში სამალავი აღმოაჩინეს. სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება: 2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი "მუხა", 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები