მსოფლიო
ბათუმში „სმარტის“ ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
2013-07-20 13:19:37
ჩამოტვირთვა
"ვისოლ ჯგუფი" აჭარაში ბიზნესის გაფართოებას აგრძელებს. გუშინ კომპანიამ ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ ორი ახალი ობიქტი, ასევე "ვიანორის" ახალი ცენტრები გაიხსნა. "სმარტის" ახალი სუპერმარკეტები მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს შესთავაზებენ. ორივე სუპერმარკეტში განთავსებულია "სმარტ კაფე" უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტებით, მზა კერძებით სასმელებითა და უფასო ინტერნეტ (WI-FI) ზონით. აქვე მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ბანკომატის და სწრაფი გადახდის ტერმინალებით. სუპერმარკეტები ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩასა და ახალსოფელშია განთავსებული. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მომსახურების ახალი ცენტრი კი კიდევ უფრო გაუმარტივებს ავტომაგისტრალზე მოძრავ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ. ავტო-ტექმომსახურების ქსელის "ვიანორის" კიდევ ერთი ცენტრი კი გაანებივრებს მომხმარებლებს საავტომობილო ზეთებისა თუ სხვა ავტომანქანებისათვის აუცილებელი ექსკლუზიური პროდუქტებით ისარგებლონ. ახლადგახსნილ ობიექტებზე "ვისოლ ჯგუფმა" 110 ადამიანი დაასაქმა.
კომენტარები