საზოგადოება
,,facebook”-ის თანამშრომლებს პირადი მიმოწერის გაკონტროლება შეუძლიათ
2013-07-19 16:37:21
ჩამოტვირთვა
,,facebook”ი ისევ სკანდალში გაეხვა. კომპანიის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით ,,facebook”ის ყველა თანამშრომელს, მათთვის განკუთვნილი უნიკალური პაროლის საშუალებით შეუძლიათ ნებისმიერი მომხმარებლის პირადი შეტყობინება წაიკითხონ.
კეტრინ ლოსი ცუკენბერგთან 2005 წლიდან თანამშრომლობდა, როგორც თავად აცხადებს , ამ ხრიკის გამოყენება თანამშრომლებს უფრო ადრეც შეეძლოთ,ისინი ნებისმიერი მომხმარებლის პროფილში სწორედ ამ უნიკალური პაროლის საშუალებით შედიონენ. განცხადებაზე კომენტარი ცუკენბერგს ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უდავოა, რომ მას თავის დაცვა მოუწევს, , რადგან ამ დრომდე ყველას ,,facebook” ყველაზე დაცულ სოციალურ ქსელად მიაჩნდა.
კომენტარები