1 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში ორი პოლიციელი დაჭრეს

ჩამოტვირთვა

ბათუმში პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილ პირს ბრალი, სავარაუდოდ, ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აჭარის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1993 წელს დაბადებული ბედია ქ., რომელმაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მამუკა კომახიძეს და ზვიად ქათამაძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში ტბელ აბუსერიძის პირველ ნომერში მდებარე სილამაზის სალონიდან გამოძახება შევიდა. მოქალაქის განცხადებით, სალონში შესული იყო ახალგაზრდა პირი, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული სალონი წინა დღეს გაქურდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებლები კომახიძე და ქათამაძე აღნიშნულ სალონში გამოცხადნენ, ეჭვმიტანილმა მამუკა კომახიძეს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა, ხოლო ზვიად ქათამაძეს ხელის არეში. პოლიციელებმა განახორციელეს დევნა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარსულში ქურდობისა და ძარცვის მცდელობისათვისაა ნასამართლევი. დაჭრილი სამართალდამცველები კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი სამკურნალო დაწესებულებიდან არის გაწერილი. ამ ეტაპზე გამოძიება პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები