მსოფლიო
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს
2013-07-11 12:12:38
ჩამოტვირთვა
გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს. ისინი გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ისევ ითხოვენ. ამ მოთხოვნის შესახებ მათ, ერთი კვირის წინ განაცხადეს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარდაცვლილი ბავშვის დედის თათია მექერიშვილის თქმით, გამოძიება ოჯახს მხოლოდ დაპირებებს აძლევს. ოჯახისთვის, ასევე, გაუგებარია რატომ თქვა უარი პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცემოდა.
კომენტარები