საზოგადოება
ლიკა ყაზბეგის მეუღლემ ყელი გამოიჭრა?
2013-07-08 14:24:23
ჩამოტვირთვა
პრესაში გავრცელებული ინფრმაციის მიხედვით, ლიკა ყაზბეგის მეუღლემ, გიორგი ჯელაძემ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ყელი გამოიჭრა და ის ახლა ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი პრესაში წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება ძალიან რთულადაა და გიორგი ჯელაძე გაურკვეველი მიზეზით მესამე თვეა ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მან ყელი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან კონფლიქტის შედეგად გამოიჭრა. თუმცა კონფლიქტის მიზეზები უცნობი რჩება. დიზაინერი ლიკა ყაზბეგი გავრცელებულ ინფორმაციას ბოროტ ჭორს უწოდებს, თუმცა მეუღლის საავადმყოფოში ყოფნას ადასტურებს.
კომენტარები