საზოგადოება
საზარელი შემთხვევა – ახალშობილი გოგონა დამარხული იპოვეს
2013-07-06 12:14:10
ჩამოტვირთვა
ინდოეთის ტყეში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ,ახალშობილი ხის ქვეშ დამარხული იპოვეს. გოგონას ტყეში მომუშავე პირები შემთხვევით გადააწყდნენ,მათი განცხადებით თავიდან ბავშვის ტირილი შემოესმათ თუმცა ყურადგება არ მიაქციეს, რადგან რომელიღაც მხეცი ეგონათ, მაგრამ მალევე ბავშვის ხმა გაარჩიეს და შესამოწმებლად მივიდნენ,ნანახმა ნამდვილად შეაშფოთათ,ახალშობილი ტანსაცმელში გახვეული დახვდათ.
გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც იპოვეს,ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებების გამო გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინდოეთში ასეთი შემთხვევები გახშირდა, რადგან ოჯახების უმეტესობას გოგოს ყოლის სურვილი არ აქვთ, ამიტომ სამართალდამცავების განცხადებით ეჭვმიტანილად მშობლებიდასახელდნენ,თუმცა მათი ვინაობა ჯერ ვერ დაადგინეს.
ერთერთმა სამედიცინო ჟურნალმა გამოაქვეყნა ცნობები, რომ წლიურად ინდოეთში ათასობით გოგონა იღუპება შერჩევითი აბორტების გზით .
კომენტარები