1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტუმი წონის მიხედვით?

ჩამოტვირთვა

თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ დიზაინერები ბიკინის გამოყენებას არ გირჩევენ, როგორც წესი უკეთესია არჩევანი მთლიან ბაფთიან ან ქამრიან საცურაო კოსტუმზე შეაჩეროთ , რათა თქვენი ფიგურა უფრო ლამაზი და დახვეწილი გამოჩნდეს. იმ შემთხვევაში თუ 70 კილოგრამამდე იწონით, კარგი იქნება მაისურის მსგავსად ამოღებული მუქი ფერის საცურაო კოსტუმი შეარჩიოთ, იმისათვის რომ ფიგურა დააბალანსოთ, კოსტუმი ორ ფერში–მუქსა და ღიაში უნდა გადაწყვიტოთ. წონის მატებასთან ერთად იდიალურ ვარიანტად საცურაო კოსტუმის სისქის მომატება ითვლება, კოსტუმი რომელიც რამდენიმე ფენადაა გადადებული ყველაზე უკეთ ფარავს ჭარბ წონას. რაც შეეხებათ გამხდარ გოგონებს,მათ ნებისმიერი სტილის ბიკინის ჩაცმა უპრობლემოდ შეუძლიათ, თუ აქცენტს ფეხებზე აკეთებთ,ზონრიანი საცვალი შეარჩიეთ, რადგან ფეხების დაფარვა არ მოხდეს. მაშ ასე, თქვენ უკვე იცით როგორი საცურაო კოსტუმი უნდა შეარჩიოთ, თუ დიზაინერების რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენი სხეულის საუკეთესო მხარის წარმოჩენას ნამდვილად შეძლბთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები