1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

36 საათიანი ოპერაცია რომელსაც 150 ექიმი აკეთებდა

ჩამოტვირთვა

რიჩარდ ლი ნორისი 37 წლისაა ,ის წლების განმავლობაში ნიღბის ქვეშ იმალებოდა და გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიოდა. საზარელი ჭრილობები 16 წლის წინ მიიღო, უბედური შემთხვევის შედეგად ნახევარი სახე დაკარგა. მიუხედავად იმისა რომ ოპერაციის გაკეთება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, 15 თვის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტილება მიიღო სახის ტრანსპლანტაცია გაეკეთებინა. რიჩარდის ოპერაცია 36 საათი გრძელდებოდა. ენის, კბილების,ყბის და მთლიანად სახის შეცვლა მხოლოდ 150 ექიმისა და ექთნის ჩარევის შემდეგ მოხდა. ექიმების თქმით ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ურთულესი ოპერაცია რადგან მთლიანად სახის ტრანსპლანტაცია მოხდა, მთელი ქსოვილები კისრამდე შეიცვალა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა . დღეს რიჩარ ნორისი ნამდვილად ბედნიერია თუნდაც მარტო იმიტომ რომ დღისით ქუჩაში გავლა უპრობლემოდ შეუძლია,მას სახის დამალვა უკვე აღარ მოუწევს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები