1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შრის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევა ავტომშენებლის გამზირზე დილით მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ფოლკსვაგენი“ და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. „ფოლკსვაგენში“ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ოთხი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული მძღოლი და ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მიმდინარეობს სატრანსპორტო და ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები