საზოგადოება
18 წლის ახალგაზრდის დაჭრისთვის ბრალდებული დავით გელაძე თავისუფალია
2013-06-14 18:00:23
ჩამოტვირთვა
18 წლის გიგა სვანის განზრახ დაჭრის ფაქტზე დაკავებული შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი დავით გელაძე თავისუფალია.
გელაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, სწორედ იტვ-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გავრცელდა.
თუმცა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი სასამართლო დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
გრაფიკა;
2013 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ დავით გელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომდავით გელაძე დაკავებიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. გირაოს შეტანის ვადად ბრალდებულს 20 დღე განესაზღვრა.
კომენტარები