1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნუ ახდენთ სწავლის ოკუპაციას“- სტუდენტების ცოცხალი ჯაჭვი

ჩამოტვირთვა

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის შეწყვეტას მოითხოვენ. ასისტენტ-პროფესორები მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და დაიწყოს აქტიური კონსულტაციები უნივერისტეტებთან. აქციას სტუდენტები შეუერთდნენ და აკადემიური სოლიდარობის ჯაჭვი გამართეს . სტუდენტები და პროფესორ_მასწავლებლები ჯაჭვით ჭავჭავაძის გამზირიდან განათლებისა და მეციერების სამინსიტრომდე მსველობით მივიდნენ და მარგველაშვილის უწყებასთან აქცია გამართეს . აქციის მონაწილეების შეფასებით, კანონპროექტში შესატანი ცვლილება არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად უნდა იქნას მიღებული. მათი თქმით, აუცილებელია დისკუსიის გაგრძელება, საკითხის ფართოდ განხილვა. მათივე განმარტებით, სახიფათო ტენდენციაა, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური შუღლისა და ურთიერთმტრობის ფონზე განიხილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები