1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიგა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ჩამოტვირთვა

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს 18 ივნისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 17 ივნისის ჩათვლით მის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გამოსვენება მარჯანიშვილის თეატრიდან მოხდება. გიგა ლორთქიფანიძე 86 ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. რეჟისორი სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით რამდენიმე კვირის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მოათავსეს. ის იყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ასევე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე. გიგა ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. 18 ივნისს მას მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები