1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გურამ დონაძეს დღეს ბრალი დაუზუსტდა

ჩამოტვირთვა

FBI-ს დასკვნაში წერია, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებული მასალა, რომელიც მოიპოვა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ, მონტაჟი არ არის. ამის შესახებ პროკურატურის დატოვების შემდეგ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძე ჟურნალსიტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტეს. დონაძის თქმით, FBI-ს შუალედურ დასკვნაში, რომელიც ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაზე ჩატარდა, წერია რომ კადრების წყვეტა არის კამერის ზემოქმედების შედეგი, რაც ნიშნავს რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, შემდეგ გადაინაცვლებდა და იღებდა მეორე რაკურსს. დონაძის განცხდებით, ეს ნიშნავს რომ კადრები დამონტაჟებული არ არის. მისივე ინფორმაციით, FBI-ს დასკვნის შუალედური ნაწილი ემთხვევა ბრალდებულების მიერ წარმოებულ საექსპერტო კვლევებს. დონაძის ადვოკატის კახა შონიას განმარტებით, დღეს პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულებს, მათ შორის გურამ დონაძეს ბრალი დაუზუსტდათ. კერძოდ, მათ საქმის თხრობით ნაწილში შეიტანეს კორექტირება, რაც ნიშნავს რომ ბრალი არც დამძიმებულა და არც შეცვლილა. ბრალდებულ გურამ დონაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები