საზოგადოება
ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ის რექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
2013-06-12 18:34:19
ჩამოტვირთვა
ალექსანდრე კვიტაშილი თსუ-ს რექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია თსუ-ის ოფიციალურ ვეგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, აკადემიური საბჭო ადგენს, დაკმაყოფილდეს მისი განცხადება, პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე. არსებული ინფორმაციით, კვიტაშვილის გადადგომა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებებს უკავშირდება, რომლის თანახმად, რექტორის დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტიდან პრემიერზე გადადის, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის რექტორს აუცილებელია, ჰქონდეს აკადემიური ხარისხი.
კომენტარები