საზოგადოება
პარალიზებული ქალბატონი სერფინგის დაფაზე
2013-06-12 16:20:45
ჩამოტვირთვა
შეუძლებელია არაფერია! 50წლის ავსტრალიელმა ქალბატონმა ეს თეორია კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ავარიის გამო პასკალ ონორი უკვე რამდენიმე წელია პარალიზებულია, თუმცა სერფინგით სრიალის ოცნება მან მაინც აისრულა. ამაში პასკალს შვილის მეგობარი 23 წლის ახალგაზრდა დაეხმარა. მან ქალბატონი ზურგზე ლენტებით დაიმაგრა და დაფაზე ისე დადგა.
„ერთ საღამოს ყველანი ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით, მაშინ მომივიდა თავში აზრად , რომ მე შევძლებდი ერთდროულად სერფინგზე დგომას და ზურგით ონორეს დაჭერას, ეს იგივეა რაც ზურგზე 45კგ წონის ჩანთა მქონდეს მოკიდებული.“ იხსენებს ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ჩანაფიქრი ყველას სიგიჟედ მიაჩნდა.
კომენტარები