მსოფლიო
შსს-მ გორის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო
2013-06-08 12:37:51
ჩამოტვირთვა
სამართალდამცავებმა გორის რაიონის სოფელ ატენში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შენახული „გეკო“–ს ტიპის მცირკალიბრიანი შაშხანა, „ა-კა-ემ“-ის სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი 2 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი ბრალდებულის ვაჟის სახელზეა რეგისტრირებული.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კომენტარები