1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თალიბანმა საქართველოს ჯიჰადი გამოუცხადა–შემზარავი ვიდეო Youtube-ზე

ჩამოტვირთვა

YouTube-ზე შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", იგი შეიცავს მუქარას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რომელიც ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილეობს. აღნიშნული ვიდეო გუშინ, 5 ივნისს აიტვირთა საიტზე. კადრებში ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები. თალიბანი იმუქრება, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. ისინი აცხადებენ, რომ ავღანეთი მათი მიწაა და ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. რომ ყოველდღე საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯარისკაცები და და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ავღანეთში სისხლს ღვრის. ვიდეო ეკუთვნის ვინმე ვინმე Hammad Zaman-ს, რომელიც საიტზე 2 ივნისს დარეგისტრირდა. ამას გარდა, მას კიდევ 5 ვიდეო აქვს ატვირთული, სადაც თალიბანის წვრთნებია ასახული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები