საზოგადოება
ევროპა წყალდიდობას ებრძვის
2013-06-04 13:41:07
ჩამოტვირთვა
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაკარგულად ითვლება.ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში მდინარეების ადიდების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.ყველაზე რთული მდგომარეობა ჩეხეთშია, სადაც ამ დროისთვის ქვეყნის 40 ქალაქში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
რთული სიტუაციაა გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარე დუნაის ადიდების გამო ბავარიის ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.
სინოპტიკოსები შიშობენ რომ სიტუაცია გაცილებით რთული იქნება, ვიდრე 2002 წლის აგვისტოში იყო, როდესაც ერთკვირიანმა წვიმებმა საშინელი წყალდიდობა გამოიწვია. მაშინაც ყველაზე მეტად ჩეხეთი, გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ხორვატია დაზარალდნენ. დატბორვის შედეგად ზარალის ოდენობამ მაშინ მილიარდ ევრომდე მიაღწია.
კომენტარები