საზოგადოება
პუშკინის სკვერში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
2013-06-04 11:25:37
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სანდრო ბ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 2 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, შურისძიების მიზნით, ერიკ მღებროვს ცივი იარაღით სხეულზე ორი ჭრილობა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მღებროვი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს .
კომენტარები