1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის შემზარავი ფოტოები

ჩამოტვირთვა

პატიმარ ლევან კორტავას ფოტოებს "ინტერპრესნიუსს"_ი ავრცელებს. საზარელი ფოტოები სააგენტომ ოჯახთან შეთანხმებით კორტავას დაკრძალვის შემდეგ გაასაჯაროვა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გენინსპექციის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები სრულად გადაეცა პროკურატურას, რომელიც გამოძიებას მეთვალყურეობდა და დასკვნას სწორედ პროკურატურა მოამზადებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, არია თუ არა გამოძიებისას გამოვლენილი პირები გეგუთის ციხის თანამშრომლები. 24 წლის გარდაცვლილი პატიმარი ლევან კორტავა ფოთში 1-ელ ივნისს დაკრძალეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში კი პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.პატიმრის ოჯახი მომხდარში ადმინისტრაციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ცემით მოკლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები