საზოგადოება
აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს "რაიდმედმა" ლამაზი დღე აჩუქა
2013-06-01 16:12:40
ჩამოტვირთვა
10 წლის საბა აბულაძეს დაბადებიდან აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს,ჯერ კიდევ ახალშობილი 4 თვე რეანიმაციაში ჰყავდათ,პატარა მხოლოდ დიდი ყურადგებისა და მოვლის შემდეგ გადაარჩინეს. სიარული მხოლოდ 2 წლის წინ ოპერაციის შემდეგ შეძლო. მიუხედავად იმისა რომ გონებრივად საბა განვითარებული ბავშვია მას ხალხის სითბო და მზრუნველობა განსაკუთრებულად სჭირდება. საწორედ ამაში ეხმარებიან მას ორგანიზაცია „რაიდმედის“ თანამსრომლები,რომლებმაც ბავშვთა დაცვის დღეს აუტიზმით დაავადებული ბავშვები შეკრიბა და დღევანდელი დღე გაუხალისა.
სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში,კომპანია ეკო-ფუდმა და რუსკა მაყაშვილმა ბავშვებს საჩუქარად რძის ნაწარმი გადასცეს.
ყველა ბავშვს დაცვა,ზრუნვა და საზოგადოებასთან ინტეგრირება ესაჭიროება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კი 1950 წლიდან ყოველი წლის 1 ივნისს მსოფლიოს ახსენებს რომ ბავშვების აღზრდა –განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია.
კომენტარები