1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

1 ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღს აღნიშნავს

ჩამოტვირთვა

1 ივნისი წმინდა ნინოს ხსენების დღეა. სწორედ ამ დღეს 323 წელს წმინდა ნინო საქართველოში ფარავნის ტბიდან შემოვიდა. მცხეთაში ჩასული წმინდანი დამკვიდრდა დღევანდელი სამთავროს ტაძრის მახლობლად, მაყვლოვანში. იგი თავისი თმებით შეკრული ვაზის ჯვრით რამდენიმე წლის განმავლობაში მხურვალედ ქადაგებდა ქრისტიანობას. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რწმენისკენ და უამრავი სასწაული მოუვლინა ქართველ ერს. 326 წელს საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველთა სარწმუნოებრივად განმანათლებელი ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღასრულებს.ასევე კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ექნება. წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს მრევლის მოსალოცად წელიწადში მხოლოდ ორჯერ, წმინდა ნინოს ხსენების დღეებში გამოაბრძანებენ. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ზიარების შესაძლებლობაც ექნებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები