1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამამ შვილი მოკლა

ჩამოტვირთვა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1955 წელს დაბადებული ვლადიმერ ჩ. განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილი, 1982 წელს დაბადებული თენგიზ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა. სამართალდამცველებმა ვლადიმერ ჩ. შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლითა და 236–ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები