1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის მეუღლეს ავტომობილი დაუწვეს

ჩამოტვირთვა

ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის მეუღლეს წუხელ გვიან ღამით საკუთარ სახლთან ავტომობილი დაუწვეს. ეს განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. ხაჭაპურიძის თქმით, მანქანის დაწვა სავარაუდოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრს დავით კეზერაშვილს უკავშირდება. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფინანსური პოლიციის ყოფილმა შეფმა დავით კეზერაშვილმა სხვა მრავალი ბიზნესმენის მსგავსად, ქართველ ბიზნესმენს თამაზ ნიჟარაძეს უკანონოდ წაართვა ბიზნესი და 50 მილიონამდე ღირებულების ქონება.ადვოკატის განცხადებით, ნიჟარაძემ სამართლებრივი დავის საფუძველზე, სასამართლოს გზით მოახერხა ის, რომ დავით კეზერაშვილს და დავით იაკობაშვილს დროებით შეუჩერდათ აღნიშნულ ქონებაზე შალვა ხაჭაპურიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფის მხრიდან თამაზ ნიჟარაძის ოჯახის წევრების, მის ლონდონში მცხოვრებ სტუდენტი შვილის მისამართით განხორციელდა სატელეფონო მუქარა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს განცხადებით მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები