მსოფლიო
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
2013-05-29 12:37:05
ჩამოტვირთვა
რუსთავში,სამართალდამცავებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და შუშის ბოთლი ამოიღეს, რომელშიც „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაკავებულს ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კომენტარები