1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასუფთავების ტარიფი 1 სულზე სავარაუდოდ 2.5 ლარით განისაზღვრება

ჩამოტვირთვა

დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის ისევ სულადობით განისაზღვრება,რომელიც სავარაუდოდ 2 ლარი და 50 თეთრი იქნება. სულადობის მიხედვით გადასახადების დადგენის ინიციატივით მერიამ დღეს თბილისის საკრებულოს მიმართა. თუმცა საუბარია იმაზეც რომ, თანხა შესაძლოა 3 ლარამდე გაიზარდოს. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის , ირაკლი აბესაძის თქმით , 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის შეღავათი მხოლოდ 50 თეთრი იქნება ,ანუ მათთვის ტარიფი ორი ლარით განისაზღვრება. დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით კენჭისყრა საკრებულოში 31 მაისს გაიმართება. დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში 1 ივნისიდან შედის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები