1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დემოკრატიის ქელეხი ბაზალეთზე" - საპროტესტო აქცია ბაზალეთზე

ჩამოტვირთვა

ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღების მონაწილეებს 20 -მდე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა ძირითადად მთავრობის წარმომადგენლები, ღონისძიებაზე სტვენისა და შეძახილების ფონზე შეაცილეს.ახალგაზრდებმა ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის "პირადი პატიმარი" უწოდეს და ბიძინა ივანიშვილს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც მათთვის მიუღებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, მსახიობები .ღონისძიებაზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები