1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ზაზა თ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული 26 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მცხოვრებ ქარჩავების ოჯახს დაესხა თავს. მან 1953 წელს დაბადებულ ნანული ქარჩავას ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები ქარჩავას შვილებმაც მიიღეს. სამართალდამცველებმა ზაზა თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკს-ს 109-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები