1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გოგონების წინდაცეთა - ტრაგედია, რომელიც მსოფლიომ დღემდე ვერ სძლია...

ჩამოტვირთვა

ეს გოგონები ერთ ტრაგედიაზე ყვებიან, მათ ყველას ერთი ტკივილი სტკივათ.... ტრადიცია, რომელიც კაცობრიობას შოკში აგდებს... სადიზმი, რომლისთვისაც გოგონებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იმეტებენ. აფრიკაში და არა მარტო აფრიკაში, სექსუალური ცხოვრების მოსპობისთვის გამეტებული ახალშობილები და წინდაცვეთის შემზარავი მანიპულაცია. დღევანდელ მსოფლიოში წარმართული ისტორიული ტრადიციების ექოდ ჟღერს ჯალათური მანიპულაცია, რომელიც ქალთა წინადაცვეთის სახელით არის ცნობილი. წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას –კლიტორექტომიასა და, მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. ამ ოპერაციული ჩარევის დღევანდელი ადეპტები ოპერაციას აძლევენ უფრო ყოფით მორალურ მნიშვნელობას და თვლიან, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება მასტურბირების მოთხოვნა გამოიწვიოს; ამავე დროს, მათი წარმოდგენით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი და არ უღალატებს ქმარს. ეს ტრადიცია მსოფლიოს დღემდე გადაუჭრელ პრობლემათა სიაში უკვე წლებია რჩება, მასზე ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა. 2009 წელს რეჟისორმა შერი ხორმანმა ქალთა წინდაცვეთას მიუძრვნა ფილმი, "უდაბნოს ყვავილი". ეს არის უბრალო სომალელი გოგონას - ვარის დირიეს ისტორია, რომელიც 13 წლისა ოჯახიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა.... რამდენიმე წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. ვარისი არ იყო პირველი მუქკანიანი მოდელი , თუმცვა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის -ს ელჩად დაინიშნა და ქალის სასქესო ორგანოებ-თან ბრძოლის ფონდი დააარსა. UNICEF–ი გამოჰყოფს თანხებს, ადგენენ პროგრამებს მსგავსი პრაქტიკის დასაძლევად, მაგრამ იშვიათად აღწევენ ხოლმე მნიშვნელოვან წარმატებებს. წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა ამ მავნე ტრადიციის აღმოფხვრა... 2008 წლის მონაცემებით, 140 მილიონამდე ქალს ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული, უპირატესად აზიაში და აფრიკის ჩრდილოეთში.აგრეთვე დასავლეთ ნახევარსფეროდან – ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში და პერუში. ყველაზე შემაშფოთებელი კი იყო სტატისტიკა სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი იქ 98%–ს აღწევდა! ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას ისეთივე რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ვაჟთას – მაგალითად, ძველ ინკებში, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მორიელის მმუსვრელ გველეშაპს, კლიტორი მიიჩნეოდა სწორედ ამ მორიელის ნესტრის საბუდრად და ამიტომ ხდებოდა მისი ამოკვეთა. ნიგერიაში თვლიან, რომ თუ მშობიარობისას ბავშვი თავით შეეხო დედის კლიტორს, ის აუცილებლად დაიღუპება. ზოგიერთ აფრიკულ ტომში არის რწმენა, რომ თუ არ მოხდა კლიტორექტომია, კლიტორის ზომებმა შეიძლება გაუსწროს მამაკაცის ასოს ზომას, რაც მათი აზრით დაუშვებელია.. სომალიში და სუდანში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად ჩამოყალიბდება. რეალობაში კი , წინადაცვეთას კოლოსალური ზიანი მოაქვს ქალის ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის. ფიზიკური პათოლოგიებიდან ეს არის ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, თვით მშობიარის სიკვდილის ჩათვლით. არადა, პრაქტიკულად არცერთი რელიგია არ მოითხოვს ქალთა წინადაცვეთას და, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები ამ რიტუალს კრძალავენ, სწორედ მუსულმანურ ქვეყნებშია ყველაზე მეტად კულტივირებული, როგორც უფრო ადრინდელი წარმართული ტრადიცია; ამ თვალსაზრისით საგანგაშოა უკანასკნელი ფაქტები შოტლანდიიდან: 2012 წლის თებერვლის მონაცემებით, ორგანიზაციებმა, რომლებიც იკვლევენ ქალებზე ძალადობის პრობლემებს, ქალთა წინადაცვეთის გახშირებული პრაქტიკის შესახებ შოტლანდიის განაცხადეს. დაცვეთა როგორც ქალებში ისე მამაკაცებში ადამიანის ფიზიკური შეურაწყოფა და მონური მენტალიტეტის ნაყოფია. სამწუხაროდ. მთელ რიგ ქვეყნებში ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა სავალალო შედეგამდე მიჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები